საქართველოს პრეზიდენტი
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს პრეზიდენტი — საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში. აირჩევა დებატების გარეშე ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგიის მიერ 5 წლის ვადით.[1] საქართველოში პრეზიდენტის თანამდებობა პირველად შემოიღეს 1991 წელს და დღემდე ქვეყანას 5 პრეზიდენტი ჰყავდა. ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თანამდებობას იკავებს 2018 წლის 16 დეკემბრიდან.
სწრაფი ფაქტები საქართველოს პრეზიდენტი, მიმართვის სტილი ...
საქართველოს პრეზიდენტი | |
---|---|
პრეზიდენტის შტანდარტი | |
მიმართვის სტილი | მისი აღმატებულება |
რეზიდენცია | ათონელის რეზიდენცია |
დამნიშვნელი |
ხალხის პირდაპირი ხმა (1991-დან 2018 წლამდე) ამომრჩეველთა კოლეგია (2024 წლის შემდეგ) |
ვადის ხანგრძლივობა |
5 წელი (2018-2024 წლებში - 6 წელი.) |
დაარსდა | 14 აპრილი, 1991 |
პირველი თანამდებობაზე | ზვიად გამსახურდია |
საიტი | www.president.ge |
დახურვა