პეტრ პაველი
From Wikipedia, the free encyclopedia
პეტრ პაველი (ჩეხ. Petr Pavel; დ. 1 ნოემბერი, 1961) – ჩეხეთის პრეზიდენტი 2023 წლის 9 მარტიდან. ჩეხეთის არმიის გადამდგარი გენერალი, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე 2015-2018 წლებში,[11][12] ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 2012-2015 წლებში,[13]
პეტრ პაველი | |
---|---|
ჩეხ. Petr Pavel | |
დაბადების თარიღი | 1 ნოემბერი, 1961(1961-11-01)[1] [2] [3] (62 წლის) |
დაბადების ადგილი | პლანა, ჩეხოსლოვაკია[2] [3] |
მოქალაქეობა | ჩეხეთი |
განათლება | ლონდონის სამეფო კოლეჯი, Military University of the Ground Forces in Vyškov[3] , ქემბერლის საშტაბო კოლეჯი[3] და Intelligence institute[4] |
სამეცნიერო ხარისხი | engineer's degree[3] და ხელოვნების მაგისტრი[5] |
მამა | Josef Pavel |
დედა | Marie Kličková |
მეუღლე/ები | ევა პავლოვა[6] [3] [7] |
ჯილდოები | ლეგიონის ღირსების ორდენის კომანდორი[5] [8] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[5] , Medal of Heroism[5] , Cross of Merit of the Minister of Defence of the Czech Republic[3] , Cross for Military Valour[9] , State Defence Cross of the Minister of Defence of the Czech Republic[5] , Grand Cross of the Order of the Crown[5] , Medal for Service to Homeland[10] , თეთრი ლომის ორდენი, ტომაშ გარიგ მასარიკის ორდენი, ღირსების ორდენი, Order of the Crown და საპატიო ლეგიონი |
generalpavel.cz | |
2019 წელს სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის, KDU-ČSL-ის, TOP 09-ის, „მერები და დამოუკიდებელებისა“ და ჩეხეთის მეკობრეების პარტიის ლიდერების შეხვედრაზე, რომელიც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციური კანდიდატებს განიხილავდა, პაველი შეხვედრის ყველაზე განხილულ კანდიდატად დასახელდა. [14]
2022 წლის 29 ივნისს პაველმა ჩეხეთის 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გააჟღერა. საკუთარ განცხადებაში კენჭისყრაში მონაწილეობის მიზეზად მან დაასახელა სურვილი, რომ „ჩეხეთი აღარ გრძნობდეს თავს უხერხულად საკუთარი პრეზიდენტის გამო“.[15] პაველმა ოფიციალური კამპანია 2022 წლის 6 სექტემბერს დაიწყო და განაცხადა, რომ მას სურდა „დაებრუნებინა წესრიგი და მშვიდობა ჩეხეთის რესპუბლიკაში“.[16] პაველის კამპანია იყო პროდასავლური[17] და ანტიპოპულისტური[18].
2022 წლის 4 ოქტომბერს ის იყო ერთ-ერთი იმ სამი კანდიდატიდან, რომლებსაც მხარი დაუჭირა სპოლუს საარჩევნო ალიანსმა (სამოქალაქო დემოკრატიული პარტია, KDU-ČSL და TOP 09).[19]
არჩევნების პირველი ტური ჩეხეთში 2023 წლის 13 და 14 იანვარს გაიმართა. პაველმა მიიღო 1 975 056 ხმა (ჯამური ხმების 35,4 %). მან ჩეხეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ანდრეი ბაბიშს გაუსწრო, რომელსაც მეორე ტურში შეხვდება. მეორე ტურში პეტრ პაველმა დამაჯერებლად გაუსწრო კონკურენტს და ჩეხეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე შეცვალა მილოშ ზემანი.[20]