ნივალური ჰავა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნივალური ჰავა (ლათ. nivalis – თოვლიანი, ცივი) — კლიმატი, რომლის დროსაც თოვლი ჭარბად მოდის და ვერ ასწრებს დნობასა და აორთქლებას; იწვევს მყინვარების წარმოქმნასა (ანტარქტიდის, გრენლანდიისა და სხვა კლიმატები) და თოვლნარების შემონახვას. დამახასიათებელია მეტწილად არქტიკული და ანტარქტიკული სარტყლებისათვის. ტერმინი „ნივალური ჰავა“ შემოგვთავაზა გერმანელმა გეოგრაფმა ალბერხტ პენკმა კლიმატების გეომორფოლოგიური კლასიფიკაციის შემუშავების დროს.[1]