მარია ამალია საქსონიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია ამალია საქსონიელი (დ. მარია ამალია კრისტინა ფრანცისკა ხავიერა ფლორა ვალბურგა; დ. 24 ნოემბერი, 1724, დრეზდენი, საქსონია — გ. 27 სექტემბერი, 1760, მადრიდი, ესპანეთი) — ვეტინების დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის, ლიტვისა და პოლონეთის მეფე ავგუსტ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ჟოზეფა ავსტრიელის ქალიშვილი. ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი 1738-1759 წ.წ.-ში, ესპანეთის დედოფალი 1759-1760 წ.წ.-ში, როგორც კარლ III-ის მეუღლე. ესპანეთის მეფე კარლ IV-ის დედა. იყო პოპულარული დედოფალი, წამოიწყო უამრავი მშენებლობა ნეაპოლში. აგრეთვე ცნობილია თავისი გავლენით სახელმწიფო საქმეებზე. 1759 წელს ესპანეთში გადასახლდა, სადაც სურდა მადრიდის სასახლის რეკონსტრუქცია. მან სასახლის შელამაზება დაიწყო კიდეც თუმცა არ დასცალდა და 1760 წელს გარდაიცვალა.
სწრაფი ფაქტები მარია ამალია საქსონიელი, ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი ...
მარია ამალია საქსონიელი | |
---|---|
ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 19 ივნისი 1738 |
მმართ. დასასრული: | 10 აგვისტო 1759 |
წინამორბედი: | ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი |
მემკვიდრე: | მარია კაროლინა ავსტრიელი |
ესპანეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 აგვისტო 1759 |
მმართ. დასასრული: | 27 სექტემბერი 1760 |
წინამორბედი: | ბარბარა პორტუგალიელი |
მემკვიდრე: | მარია ლუიზა პარმელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 ნოემბერი 1724 |
დაბ. ადგილი: | დრეზდენი, საქსონია |
გარდ. თარიღი: | 27 სექტემბერი, 1760 (35 წლის) |
გარდ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
მეუღლე: | კარლ III, ესპანეთის მეფე |
შვილები: |
მარია ხოსეფა მარია ლუისა, საღვთო რომის იმპერატრიცა კარლ IV, ესპანეთის მეფე ფერდინანდ I, სიცილიის მეფე გაბრიელი ანტონიო პასკალი |
სრული სახელი: |
გერმ. Maria Amalia Christina Franziska Xaveria Flora Walburga ესპ. María Amalia Cristina Francisca Javiera Flora Walburga |
დინასტია: | ვეტინები |
მამა: | ავგუსტუს III, საქსონიის ჰერცოგი |
დედა: | მარია იოზეფა ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა