კეთილშობილი ლითონები
From Wikipedia, the free encyclopedia
კეთილშობილი ლითონები — ისეთი ლითონები, რომლებიც არ განიცდიან კოროზიასა და დაჟანგვას, რაც განასხვავებს მას სხვა ლითონებისაგან. ისინი აგრეთვე წარმოადგენენ ძვირფას ლითონებს, თავიანთი იშვიათობის გამო. ძირითადი კეთილშობილი ლითონებია — ოქრო, ვერცხლი, ასევე პლატინა და დარჩენილი 5 ლითონი პლატინის ჯგუფის ლითონებიდან — (რუთენიუმი, როდიუმი, პალადიუმი, ოსმიუმი, ირიდიუმი). ზოგიერთი ავტორი კეთილშობილ ლითონებს მიაკუთვნებს ასევე ტექნოციუმს, რომელიც ბუნებაში არ გვხვდება (ამასთან ერთად ის რადიოაქტიურია, ნახევრადდაშლის მცირე პერიოდით).
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |