კავკასიური სალამანდრა
From Wikipedia, the free encyclopedia
კავკასიური სალამანდრა (ლათ. Mertensiella caucasica) — წყალხმელეთა ცხოველი კუდიანი ამფიბიების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 19 სმ აღწევს, აქედან ნახევარზე მეტი კუდზე მოდის. ზურგზე ყვითელი კოპლები აქვს. გავრცელებულია მცირე აზიაში, საქართველოში — ბორჯომის ხეობაში, ზეკარის გადასასვლელთან, საირმეში, აქა-იქ — აჭარაში. ცხოვრობს ზღვის დონიდან 2800 მ-მდე. ცხოვრობს ტყის ზონის მდინარეებსა და ნაკადულებში. იკვებება მწერებით, მათი მატლებით, პატარ-პატარა უხერხემლო ცხოველებით. როგორც იშვიათი სახეობა, შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.
სწრაფი ფაქტები კავკასიური სალამანდრა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
კავკასიური სალამანდრა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Mertensiella caucasica | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 13198 | |||||||||||||||
|
დახურვა