ისლამი უზბეკეთში
From Wikipedia, the free encyclopedia
2009 წლის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, ისლამი უზბეკეთის დომინანტური რელიგიაა, სადაც მუსლიმები მოსახლეობის 90% შეადგენს, ხოლო მოსახლეობის 5% რუსული მართლმადიდებელი ქრისტიანობის მიმდევარია.[1] თუმცა, 2009 წელს „Pew Research Center“-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ უზბეკეთის მოსახლეობის 96.3% მუსლიმია.[2] გათვლებით, უზბეკეთში 93,000 ებრაელი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ისლამი სჭარბობს მოსახლეობაში, მისი პრაქტიკა შორს არის მონოლითურისგან. უზბეკეთში რწმენის ბევრი ვერსიები გამოიყენებოდა. ისლამური ტრადიციების კონფლიქტი სხვადასხვა დროს, დააყენა დღის წესრიგში რეფორმების გატარება და სეკულარიზაცია და მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა საზოგადოების სეკულარიზაცია, რაც გამოიწვია დაბნეული ცნებების გაჩენა ისლამურ პრაქტიკაში ცენტრალურ აზიაში. უზბეკეთში სსრკ-ს ბოლომ არ მოუტანა ისლამური ფუნდამენტალიზმის აყვავება, როგორც ბევრი წინასწარმეტყველებდა, არამედ მოხდა ეტაპობრივი გადასვლა რწმენაზე. თუმცა, 2000 წლების შემდეგ, გაიზრდა ისლამისტების მხარდამჭერების რიცხვი, რომლებიც არსებული რეპრესიული და ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგები არიან.