თეტუანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტეტუანი (ბერბერ. Tiṭṭawin; არაბ. تطوان; ესპ. Tetuán; ფრანგ. Tétouan) — ქალაქი ჩრდილოეთ მაროკოში. მისი ბერბერული სახელი ლიტერატურულად „თვალებს" ნიშნავს, ხოლო ფიგურულად „წყაროებს". ტეტუანი ერთ-ერთია მაროკოს ორი უმთავრესი ხმელთაშუაზღვიური ნავსადგურიდან. მდებარეობს გიბრალტარის სრუტიდან რამდენიმე მილით სამხრეთით. 2004 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 320 539 ადამიანს შეადგენდა. ქალაქიდან 6 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარეობს სამოქალაქო, სანია-რამელის აეროპორტი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტეტუანი تطوان | |||||
| |||||
ქვეყანა | მაროკო | ||||
კოორდინატები | 35°34′00″ ჩ. გ. 5°22′00″ დ. გ. | ||||
ფართობი | 118 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 57 მ | ||||
მოსახლეობა | 320 539 კაცი (2004) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC0, ზაფხულში UTC+1 | ||||
საფოსტო ინდექსი | 93000 | ||||
ოფიციალური საიტი | tetouan.ma | ||||
მიუხედავად იმისა, რომ არაბული ოფიციალური ენაა, ის ყოველდღიურ საუბარში არ გამოიყენება, ქალაქს არაბულის საკუთარი დიალექტი გააჩნია,[1][2] რომელიც ჯებლი არაბულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.[3][4] ეს უკანასკნელი დომინირებდა XX საუკუნის იმ პერიოდში, როდესაც მიმდებარე სასოფლო დასახლებებიდან ხალხი ტეტუანში გადმოდიოდა საცხოვრებლად. ფართოდ რჩება გავრცელებული ესპანური და ფრანგული, განსაკუთრებით ბიზნეს და ინტელექტუალურ წრეებში. მთავარი რელიგიაა ისლამი, თუმცა ქალქიში ცხოვრობს ქრისტიანული უმიცრესობაც.