ერთა ლიგა (უეფა)
From Wikipedia, the free encyclopedia
უეფას ერთა ლიგა (ინგლ. UEFA Nations League) — ორწლიანი საერთაშორისო შეჯიბრი ფეხბურთში უეფას წევრი ეროვნული ასოციაციების/ფედერაციების მამაკაცთა უფროს ნაკრებ გუნდებს შორის[1]. შეჯიბრში მონაწილეობს ორგანიზაციაში გაწევრებული ყველა 55 ქვეყანა, წარმოდგენილი ეროვნული ასოციაციების/ფედერაციების სახით, რომლებიც განაწილებული არიან 4 დანაყოფში — ლიგაში. თითოეულ ლიგაში მოქმედებს რეიტინგის შეფასების სისტემა (ასე მაგ. В, С და D ლიგის გამარჯვებულები ავტომატურად გადაინაცვლებენ უფრო მაღალ ლიგაში, ხოლო А, В და С ლიგის ყველაზე ცუდი შედეგის მქონენი — დაბალ ლიგაში). А ლიგიდან შეჯიბრის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულ ნაკრებს შორის იმართება ფინალური შეხვედრები შეჯიბრის ჯილდოს მოსაპოვებლად (ფინალის გამართვის ადგილი უნდა იყოს ევროპული ქალაქი, რომელიც შეირჩევა 2019 წლის ივნისში). ასევე თითეული ლიგის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული ეროვნული ნაკრები, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფში იბრძოლებენ ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მოხვედრისთვის, იმ შემთხვევაში თუ ჯგუფის რომელიმე გამარჯვებული პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოიპოვებს ჩემპიონატის საგზურს, მაგ შემთხვევაში პლე-ოფში ადგილს დაუთმობს ჯგუფში მეორე ადგილის მფლობელს.
ეს სტატია შეჯიბრს ეხება. ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ერთა ლიგა. |
დაარსდა | 2018 |
---|---|
რეგიონი | ევროპა (უეფა) |
გუნდების რაოდენობა | 55 |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | პორტუგალია (1-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული | პორტუგალია (1-ჯერ) |
ვებ-საიტი | |
2018–2019 უეფას ერთა ლიგა |
ახალი შეჯიბრის შემოღების მიზანია ფიფას ნაკლებად მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩების ჩანაცვლება და დაბალრეტინგული წევრებისთვის სტიმულის მიცემა. პირველი შეჯიბრის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები დაიწყო 2018 წლის სექტემბრიდან.