გუსტავ რობერტ კირხჰოფი (გერმ. Gustav Robert Kirchhoff; დ. 12 მარტი, 1824 — გ. 17 ოქტომბერი, 1887) — გერმანელი ფიზიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთი ფუნდამენტური საკითხების განვითარებაში, როგორიცაა ელექტრული წრედების, სპექტროსკოპიის, შავი სხეულის გამოსხივების ფიზიკა.
სწრაფი ფაქტები გუსტავ კირხჰოფი, დაბ. თარიღი ...
გუსტავ კირხჰოფი |
---|
გერმ. Gustavo Robert Kirchhoff |
|
დაბ. თარიღი |
12 მარტი, 1824(1824-03-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
---|
დაბ. ადგილი |
კენიგსბერგი[1] [3] [10] |
---|
გარდ. თარიღი |
17 ოქტომბერი, 1887(1887-10-17)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (63 წლის) |
---|
გარდ. ადგილი |
ბერლინი, გერმანია[1] [3] [10] |
---|
დასაფლავებულია |
წმინდა მათეს ძველი სასაფლაო[11] |
---|
მოქალაქეობა |
პრუსიის სამეფო |
---|
საქმიანობა |
ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ინჟინერი და მათემატიკოსი |
---|
მუშაობის ადგილი |
ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ვროცლავის უნივერსიტეტი და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი[12] |
---|
ალმა-მატერი |
კენიგსბერგის უნივერსიტეტი[3] |
---|
განთქმული მოსწავლეები |
აუგუსტ ჰელერი, სოფია კოვალევსკაია[13] , რუდოლფ ბენდიკტი, ერნსტ შრედერი, ვილჰელმ ფოისნერი და დმიტრი ლაჩინოვი |
---|
მეუღლე |
Clara Richelot და Luise Brömmel |
---|
ჯილდოები |
ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, კოთენიუსის მედალი, რუმფორდის მედალი[14] , მატეუჩის მედალი[15] , ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, ჟანსენის მედალი, დევის მედალი[16] , ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[17] |
---|
|
დახურვა
მან შემოიღო ტერმინი შავი სხეულის გამოსხივება 1862 წელს. აღმოაჩინა კანონები ელექტრულ წრედებისთვის და სპექტროსკოპიისთვის. ასევე არსებობს კირხჰოფის კანონი თერმოქიმიაში. სპექტროსკოპიაში გაიცემა ბანსენ-კირხჰოფის პრიზი, რომელიც მისი და რობერტ ბანსენის სახელობისაა.
გუსტავ კირხჰოფი დაიბადა კენიგსბერგში, იურისტ ფრიდრიხ კირხჰოფის და იოანა ჰენრიეტა ვიტკეს ოჯახში. მან დაამთავრა კენიგსბერგის უნივერსიტეტი 1847 წელს. მოგვიანებით კი სამუშაოდ გადავიდა ვროცლავში.