ასტროლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
ასტროლოგია (ბერძ. άστρον — ვარსკვლავი; λόγος — მოძღვრება) — ფსევდომეცნიერება, რომელიც აცხადებს რომ ციური სხეულების, ძირითადად პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნების და ე. წ. ასტროლოგიური სახლების დახმარებით შესაძლებელია ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის განსაზღვრა. ასტროლოგია შეიქმნა უძველეს წარსულში მესოპოტამიაში და შემდგომ განვითარდა ასურეთში, ბაბილონში, საბერძნეთში, რომში, ინდოეთში, ასევე ისლამურ ქვეყნებსა და ევროპაში.
ასტროლოგია |
ისტორია |
---|
ასტროლოგიის ისტორია |
ასტრონომიის ისტორია |
ასტროლოგია და ასტრონომია |
ტრადიციები |
არაბული/სპარსული ასტროლოგია |
ბაბილონური ასტროლოგია |
ჩინური ასტროლოგია |
ელინისტური ასტროლოგია |
ინდური ასტროლოგია |
დასავლური ასტროლოგია |
კიდევ... |
ჰოროსკოპული ასტროლოგიის განშტოებები |
ნატალური ასტროლოგია |
არჩევითი ასტროლოგია |
საათობრივი ასტროლოგია |
პოლიტიკური ასტროლოგია |
კიდევ... |
კატეგორიები |
ასტროლოგები |
ასტროლოგია ტრადიციის მიხედვით |
ასტროლოგია ტიპის მიხედვით |
მე-19 საუკუნის ბოლოდან მოხდა ასტროლოგიის მკაცრი გაანალიზება მეცნიერულად, როგორც თეორიული ასევე ექსპერიმენტული კუთხით, რამაც აჩვენა რომ ამ მოძღვრების ჭეშმარიტება მეცნიერულად არ დასტურდება, საბოლოოდ კი ასტროლოგიამ დაკარგა აკადემიური და თეორეტიკული სტატუსი. შესაბამისად, ოფიციალურ სამეცნიერი სფეროში ასტროლოგია კლასიფიცირებულია როგორც ფსევდომეცნიერება — რწმენა რომელიც არასწორად წარმოჩენილია როგორც მეცნიერული საფუძვლის მქონე.[1][2][3][4][5][6][7]