ამფისბენები
From Wikipedia, the free encyclopedia
ამფისბენები (ლათ. Amphisbaenia) ესაა ქვერიგი უკიდურო ქერცლიანებისა. ენათესავებიან ხვლიკებსა და გველებს. გარეგნობით ემსგავსებიან ჭიაყელებს. გააჩნიათ წვრილი, ძირითადად ვარდისფერი სხეული. ქერცლები განლაგებულია რგოლისებურად. ქვეოჯახი ნაკლებადაა შესწავლილი მათი მცირერიცხოვნობისა და მალული, მთხრელი ცხოვრების წესის გამო. სახეობათა უმრავლესობა ბინადრობს აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. მცირე რაოდენობით გვხვდებიან მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში. მათი ანატომიის გარდა, ძალზედ ცოტა რამაა ცნობილი ამფისბენების შესახებ. იმის გამო, რომ პატარა ზომის არსებების გაკვეთა ძნელია, არც ამფისბენების ანატომიაა კარგად შესწავლილი. უმეტესობა სახეობებისა 150 მილიმეტრზე პატარა იზრდება. წარმოიშვნენ ცარცულ პერიოდში.
სწრაფი ფაქტები ამფისბენები, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ამფისბენები | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Amphisbaenia, ტაქს. გრეი, 1844 | |||||||||||
გავრცელება | |||||||||||
შავ ფერში აღნიშნულია ამფისბენების გავრცელების არეალი | |||||||||||
|
დახურვა