ალმერიის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ალმერიის პროვინცია შედის ანდალუსიის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 103 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
ალმერიის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 7 კომარკაში: ალმერია, ალპუხარა-ალმერიენსე, ლოს-ფილაბრეს-ტაბერნასი, ლევანტე-ალმერიენსე, პონიენტე-ალმერიენსე, ვალიე-დელ-ალმანსორა, ლოს-ვალესი.
ალმერიის პროვინციის ფართობია 8774 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 716 820 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია ალმერია, რომელიც მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ნიხარი (601 კმ²), ხოლო ყველაზე პატარა — ალიკუნი (6 კმ²) [4].