ავარისი
From Wikipedia, the free encyclopedia
ავარისი (ბერძ. Άβαρις) ― ჰიქსოსების ბატონობის დროს მათი მთავარი ქალაქი და სამხედრო ბაზა. მდებარეობდა ნილოსის დელტის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქვემო ეგვიპტის XIV, XVIII, XIX და XX ნომების შესაყართან, დღევანდელ თელ-ელ-დაბასთან, ნილოსის დელტის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში.[1] ძვ.წ. XVIII საუკუნიდან XVI საუკუნის დასაწყისამდე ავარისი ჰიქსოსებს ეკავათ, რის შემდეგაც ქალაქი იაჰმეს I-მა დაიპყრო. ქალაქის უძველესი ფენა XII დინასტიის დასაწყისით თარიღდება. ადგილის დასახლება სახელმწიფოს მიერ მართული კოლონიზაციის შედეგად დაიწყო, რომლის აღმავლობის პერიოდიც XIII დინასტიის პერიოდზე მოდის.