The Sims 4
From Wikipedia, the free encyclopedia
The Sims 4 — თამაში-სიმულატორი, წარმოადგენს The Sims-ის სერიის მეოთხე ნაწილი. იგი შემუშავებულია Maxis-ს და The Sims Studio-ს მიერ და გამოშვებულია Electronic Arts-ის მიერ. The Sims 4-ის გამოცემის შესახებ ცნობილი გახდა 2013 წლის 6 მაისს. აშშ-ში კი 2014 წლის 2 სექტემბერს გამოვიდა, Microsoft Windows-ისთვის.[1] Mac-თან თავსებადი ვერსია გამოვიდა ციფრულად, 2015 წლის 17 თებერვალს.[2] The Sims 4 არის პირველი თამაში პერსონალური კომპიუტერისთვის, რომელიც წინა ნაწილის გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ ყველა ფორმატის ჩარტის სათავეში იმყოფებოდა.[3] თამაშმა გამოსვლის შემდეგ დადებითი შეფასებები მიიღო.[4]
The Sims 4 | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი |
Maxis The Sims Studio |
გამომცემელი | Electronic Arts |
სერია | The Sims |
პლატფორმ(ებ)ი |
Microsoft Windows macOS |
გამოსვლის თარიღი |
Microsoft WindowsmacOS
|
ჟანრ(ებ)ი | ცხოვრების სიმულატორი |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმომხმარებლიანი |
კომპოზიტორი | ილან ეშკერი |
შეფასება | PEGI: 12+ |
მედია | DVD, ციფრული ფორმატი |
კონცეფცია ამ თამაშში იგივეა, რაც The Sims 3-ში. მოთამაშე აკონტროლებს სიმების სხვადასხვა მოქმედებას და შეუძლია მათ შორის ურთიერთობათა ჩამოყალიბება. ეს თამაში, ისევე, როგორც სერიის სხვა ნაწილები, საბოლოო მიზანს არ შეიცავს, მისი განვითარება არახაზოვანია. მოდულები Create-a-Sim და Build Mode გადამუშავდა იმისთვის, რომ მომხმარებელს ჰქონოდა მეტი თავისუფლება თამაშის შიგთავსის შემუშავებისას. ემოციური მდგომარეობა თამაშში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, უფრო მეტად, ვიდრე ეს წინა ნაწილებში იყო. აქცენტი გამახვილებულია სოციალურ ურთიერთობებზე, მომხმარებლის გარეგნობაზე და პიროვნებაზე. .[5][6]