Saweetie (მუსიკოსი)
From Wikipedia, the free encyclopedia
დიამონტე ქუიავა ვალენტინ ჰარპერი (ინგლ. Diamonté Quiava Valentin Harper; დ. 2 ივლისი, 1993, სანტა-კლარა, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი რეპერი და მომღერალი. პროფესიონალურად ცნობილია როგორც Saweetie. 2017 წელს სადებიუტო სინგლის, „Icy Grl" გამოსვლის შემდეგ, ხელი მოაწერა კონტრაქტს ხმისჩამწერ ლეიბლთან Artistry Worldwide, რომელიც არის Warner Records-ის შვილობილი კომპანია.
სწრაფი ფაქტები ბიოგრაფია, ნამდვილი სახელი ...
Saweetie | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | დიამონტე ქუიავა ვალენტინ ჰარპერი |
დაბ. თარიღი | 2 ივლისი, 1993 (1993-07-02) (30 წლის) |
დაბ. ადგილი | Hayward[1] |
წარმოშობა | სანტა-კლარა, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ჰიპ-ჰოპი |
საქმიანობა | მომღერალი, რეპერი, სიმღერების ავტორი, მსახიობი |
აქტიური | 2016 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | saweetie.com |
Saweetie ვიკისაწყობში |
დახურვა
Saweetie-მ გამოუშვა სადებიუტო EP, High Maintenance, 2017 წელს. მეორე EP, Icy, გამოვიდა 2019 წლის მარტში. სადებიუტო ალბომს, Pretty Bitch Music წინ უძღოდა სინგლები „Tap In" და „Best Friend". ორივე ნამუშევარი ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 20-ში მოხვდა. 2021 წელს მიიღო ორი ნომინაცია 64-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოება, მათ შორის ერთი ნომინაცია საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში.