Maybach
From Wikipedia, the free encyclopedia
Maybach-Motorenbau GmbH — გერმანული ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია. ის 1909 წელს ვილჰელმ მაიბახმა და მისმა შვილმა დააარსეს. თავიდან იყო Luftschiffbau Zeppelin-ის ქვედანაყოფი და 1912 წლამდე ცნობილი იყო როგორც Luftfahrzeug-Motorenbau GmbH.
ტიპი | Daimler AG-ის ქვედანაყოფი |
---|---|
დარგი | ავტოინდუსტრია |
დაფუძნდა | 1909 |
სათავო ოფისი | შტუტგარტი, გერმანია |
პროდუქცია | ძვირადღირებული ავტომობილები |
დღეისთვის ამ ულტრამდიდრული ავტომობილების ბრენდს ფლობს Daimler AG და განთავსებულია შტუტგარტში. Tognum-ი, რომელიც მდებარეობს ფრიდრიხსხაფენში, მაიბახისთვის აწარმოებს MTU Friedrichshafen-ის ბრენდის დიზელის ძრავებს.
დაიმლერმა 2011 წლის ნოემბერში გამოაცხადა, რომ Maybach როგორც ბრენდი 2013 წელს შეწყვეტს არსებობას.[1] გადაწყვეტილება მიღებული იყო, მაიბახის Rolls Royce-სა და Bentley-ს მომგებიან კონკურენტად თითქმის ათწლიანი მცდელობის შემდეგ. დაიმლერი Maybach-ის ახალი და უფრო მდიდრული ბრენდებით ჩანაცვლებას აპირებს.