IGN
From Wikipedia, the free encyclopedia
IGN (ყოფილი Imagine Games Network-ის აბრევიატურა) — სან-ფრანცისკოში დაფუძნებული მულტიმედიური სიახლეებისა და განხილვების საიტი, რომელიც ძირითადად ფოკუსირებას აკეთებს ვიდეო თამაშებზე. მისი კორპორაციული მშობელია IGN Entertainment, რომელიც ფლობს და აკონტროლებს საიტებს, როგორებიცაა GameSpy, GameStats, Rotten Tomatoes და AskMen.
სწრაფი ფაქტები ტიპი, დარგი ...
ტიპი | შვილობილი კომპანია |
---|---|
დარგი |
ჟურნალისტიკა მასმედია ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა |
დაფუძნდა | 29 სექტემბერი, 1996; 27 წლის წინ (1996-09-29) |
დამაარსებელი |
ჯონათან სიმფსონი პერ შნაიდერი მეტ კასამასინა |
სათავო ოფისი | სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ[1] |
მმართველი |
პერ შნაიდერი (გენერალური მენეჯერი) |
მფლობელი |
Independent (1996-2005) News Corporation (2005-2013) j2 Global (2013-მიმდინარე) |
თანამშრომელი | 400 |
რეგისტრაცია |
უფასო IGN Prime დამფუძნებელთა კლუბი |
საიტი | ign.com |
დახურვა
IGN-ის მთავარი საიტი შეიცავს "არხებს". არსებობს პერსონალური კომპიუტერის თამაშების, Wii-ის, Nintendo DS-ის, Xbox 360-ის, PlayStation 2-ის, PlayStation 3-ის, PSP-ის, Xbox Live-ის, ვაილესის, Retro-სა და iPhone-ის თამაშების არხები. გარდა თამაშებისა, გვხვდება ფილმების, მუსიკის, ტექნოლოგიის, კომიქსების, წიგნების, სპორტის, ტელევიზიისა და სხვა არხები.