Find a Grave
From Wikipedia, the free encyclopedia
Find a Grave (ქართ. მონახე საფლავი) — ამერიკული საიტი და უმსხვილესი მონაცემთა ბაზა სასაფლაოებისა და ცნობილი ადამიანების საფლავების შესახებ.
სწრაფი ფაქტები საიტი, კომერციულობა ...
Find A Grave | |
---|---|
საიტი | findagrave.com |
კომერციულობა | კი |
საიტის ტიპი | ონლაინ მონაცემთა ბაზა |
რეგისტრაცია | არჩევითი |
მფლობელი | Ancestry.com |
შემქნელი | ჯიმ ტიპტონი |
გაეშვა | 1998; 26 წლის წინ (1998) |
Alexa-ს რეიტინგი | 6,416 (აპრილი, 2018)[1] |
ამჟამინდელი სტატუსი | აქტიური |
დახურვა
დაარსდა 1995 წელს ჯიმ ტიპტონის მიერ.[2] მოაგვიანებით მან დაამატა ონლაინ ფორუმი.[3] 1998 წელს Find A Grave იქცა კომერციულ ორგანიზაციად. საიტი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და 2017 წლის ოქტომბრის მონაცემით მოიცავდა 165 მილიონ ჩანაწერს და 75 მილიონ ფოტოს.[4][5]
ინდივიდუალური გვერდები კონკრეტულ პიროვნებაზე მოიცავს ბიოგრაფიას, მონაცემებს დაკრძალვის ადგილის, სასაფლაოს დასახელების, საფლავის ნომრის შესახებ, ასევე თავად პიროვნების და საფლავის ფოტოებს.[6]