Commodore International
ამერიკული სახლის კომპიუტერებისა და ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანია / From Wikipedia, the free encyclopedia
Commodore International (ან Commodore International Limited) იყო ამერიკული სახლის კომპიუტერებისა და ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანია. დაარსდა 1954 წელს პოლონელი ემიგრანტის ჯეკ ტრემიელის მიერ ტორონტოში, ონტარიო[1]. Commodore International-მა (CI) მის შვილობილი კომპანია Commodore Business Machines-თან (CBM) ერთად 1970-1980-იან წლებში მონაწილეობა მიიღო სახლის პერსონალური კომპიუტერების ინდუსტრიის განვითარებაში. კომპანიამ შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი დესკტოპ კომპიუტერი Codmore 64, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 30 მილიონი ეგზემპიალირის რაოდენობით[2] და გინესის რეკორდების წიგნზე დაყრდნობით, გაყიდვების მხვრივ დღესაც რჩება ლიდერად. Commodore-მა ასევე შეიმუშავა Amiga-ს კომპიუტერების ხაზი (1985 წელი). 1994 წელს Commodore International-მა განაცხადა გაკოტრების შესახებ, რამაც 1994 წლის 29 აპრილს გამოიწვია კომპანიის დახურვა.
დარგი |
აპარატული უზრუნველყოფა ელექტრონიკა პროგრამული უზრუნველყოფა მულტიმედია |
---|---|
დაფუძნდა |
1954; 69 წლის წინ (1954) ტორონტო, ონტარიო, კანადა |
დამაარსებელი | ჯეკ ტრემიელი |
დაიხურა | 29 აპრილი, 1994 |
სათავო ოფისი | ვესტ ჩესტერი, აშშ |
მმართველი |
ჯეკ ტრემიელი ირვინ გულდი |
პროდუქცია |
Commodore PET Commodore VIC-20 Commodore 64 Commodore 128 Amiga სხვები |
საიტი | ოფიციალური საიტი |