Coleco
From Wikipedia, the free encyclopedia
Coleco Industries, Inc, უფრო მეტად ცნობილი როგორც Coleco — გასართობების მწარმოებელი ამერიკული კომპანია, დაარსებული 1932 წელს მორის გრინბერგის მიერ. მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო The Connecticut Leather Company.[1][2] 1980-იან წლებში Coleco იქცა სათამაშოების ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელ კომპანიად, რომელმაც შექმნა Cabbage Patch Kids-ის თოჯინა, აგრეთვე ვიდეო თამაშების კონსოლები Coleco Telstar და ColecoVision.[3][4][5] მიუხედავად იმისა, რომ 1988 წელს გაკოტრების შედეგად კომპანია დაიხურა, 2005 წელს სავაჭრო ნიშანი Coleco აღდგა და დღემდე განაგრძობს არსებობას.
სწრაფი ფაქტები დარგი, დაფუძნდა ...
ოფიციალური ლოგო | |
დარგი | სათამაშოების ინდუსტრია, ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
---|---|
დაფუძნდა | 29 იანვარი, 1932; 92 წლის წინ (1932-01-29) |
დამაარსებელი | მორის გრინბერგი |
დაიხურა | 1988 |
სათავო ოფისი | ვესტ-ჰარტფორდი, კონექტიკუტი, აშშ |
პროდუქცია |
|
დახურვა