Bungie
From Wikipedia, the free encyclopedia
Bungie, Inc — ამერიკული ვიდეო თამაშების დეველოპერი კომპანია, შტაბ-ბინით ბელევიუში, ვაშინგტონი, აშშ. დაარსდა 1991 წელს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, როგორც Bungie Software Products Corporation, ჩიკაგოს უნივერსიტეტის სტუდენტის ალექს სეროპიანის მიერ. ადრეულ წლებში კომპანია ორიენტირებული იყო მაკინტოშის კომპიუტერების ვიდეო თამაშებზე. მათ ამ პერიოდში შექმნეს ორი წარმატებული თამაში „Marathon“ და „Myth“.[4]
ტიპი | კერძო |
---|---|
დარგი | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
დაფუძნდა | 19 ივნისი, 1991 (1991-06-19), ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
დამაარსებელი |
ალექს სეროპიანი ჯეისონ ჯოუნსი |
სათავო ოფისი | ბელევიუ, ვაშინგტონი, აშშ[1][2] |
მმართველი |
პიტ პარსონსი, ჯეისონ ჯოუნსი, ბრენტ აბრაჰამსენი |
პროდუქცია | Bungie-ის ვიდეო თამაშების სია |
თანამშრომელი | 750 (2016)[3] |
მშობელი | Microsoft Game Studios (200-2007) |
საიტი | bungie.net |
2000 წელს Bungie შეისყიდა Microsoft-მა.[5] მისი შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში კომპანიამ შეიმუშავა რიგი თამაშები, მათ შორის ისეთი ცნობილი თამაშები, როგორებიც არის „Halo: Combat Evolved“, „Halo 2“, „Halo 3“ და სხვა. 2007 წელს Bungie გამოეყო Microsoft-ს და იქცა კერძო კომპანიად (Bungie LLC),[4][6] თუმცა Microsoft-მა დაიტოვა უფლებები „Halo“-ს ფრენჩაიზზე.
Bungies პროექტების სიაში შედის კომპანიის ოფიციალური საიტი Bungie.net, რაც შეიცავს ინფორმაციას კომპანიის შესახებ, ფორუმს და მის მიერ შემუშავებულ ვიდეო თამაშებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებს. Bungie.net, ასევე ფუნქციონირებს, როგორც პლატფორმა, რისი საშუალებითაც კომპანია ყიდის მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქონელს.