Adobe Animate
From Wikipedia, the free encyclopedia
Adobe Animate (ყოფილი Adobe Flash Professional, Macromedia Flash და FutureSplash Animator) — მულტიმედიური და ანიმაციისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფა[1].
Adobe Animate | |
---|---|
Adobe Animate | |
ავტორი | FutureWave Software Macromedia |
მწარმოებელი | Adobe Inc. |
ბოლო გამოშვება | 2024 (24.0.0) / 10 ოქტომბერი, 2023; 2 თვის წინ (2023-10-10) |
პროგრამირების ენა | C++, ActionScript, JavaScript |
ოს | Windows 10 v20H2 და შემდგომი
macOS 11.7.7 Big Sur და შემდგომი |
პლატფორმა | x64 |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | მულტიმედია |
ლიცენზია | საცდელი პროგრამული უზრუნველყოფა |
საიტი | adobe.com/products/animate.html |
Animate შეიძლება გამოიყენებოდეს ვექტორული გამოსახულებების და ანიმაციის შესაქმნელად. მას იყენებენ ან იყენებდნენ სატელევიზიო გადაცემებში, ინტერნეტ-ვიდეოებში, საიტებზე, ვებ-აპლიკაციებში და ვიდეო თამაშებში. პროგრამას აგრეთვე აქვს რასტრული გრაფიკის, ტექსტის, აუდიოს და ვიდეოს ინტეგრირების, ისევე, როგორც ActionScript-ის მხარდაჭერა. პროგრამა გამოიყენება HTML5, WebGL, მასშტაბირებადი ვექტორული გრაფიკის (SVG) ფორმატის ანიმაციის და სპრაიტების, ისევე, როგორც მოძველებული Flash Player-ის (SWF) და Adobe AIR-ის ფორმატების ფაილების შესაქმნელად.[2]
პროგრამა პირველად 1996 წელს გამოჩნდა, როგორც FutureSplash Animator, მოგვიანებით კი, როდესაც Macromedia-მ შეიძინა, გახდა Macromedia Flash. იგი გამოიყენებოდა Adobe Flash-ის ფორმატის ვექტორული ანიმაციის და ინტერაქტიული შინაარსის შესაქმნელად. Adobe-ს მიერ შეძენის შემდეგ იგი თავდაპირველად Adobe Flash Professional, შემდეგ კი, 2016 წელს, Adobe Animate გახდა.[2][3][4]