ტარაღანა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტარაღანა (ლათ. Acipenser stellatus) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 220 სმ, მასა 68 კგ აღწევს. დაფარულია ხუთ რიგად განლაგებული ძვლოვანი ფარეკლებით. აქვს მეტად გრძელი, ვიწრო და შებრტყელებული დინგი, სადა და მოკლე ულვაშები. მამალი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 5-13 წლისა, ხოლო დედალი — 10-17 წლისა. გვხვდება კასპიის, შავი და აზოვის ზღვების აუზში, მრავლდება მდინარეებში აპრილიდან სექტემბრამდე (ადის რიონშიც). დაახლოებით 20 ათასიდან 363 ათასამდე ქვირითს ყრის ქვაქვიშიან ფსკერზე. იკვებება უხერხემლოებითა და თევზებით. ტარაღანა ძვირფასი სარეწაო თევზია. იყენებენ ნედლს, შებოლილს, ხიზილალას, ზურგის სიმს, საცურავ ბუშტს, შიგნეულობას; ამზადებენ დოშს, ზურგიელს, კონსერვებს. ტარაღანას ხელოვნურადაც აშენებენ. ცნობილია მისი ნაჯვარი ზუთხთან, ცქვრინთან და ფორეჯთან.
ტარაღანა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Acipenser stellatus (Pallas, 1771) | |||||||||||||||
სინონიმები[1][2] | |||||||||||||||
სია
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Critically Endangered : 229 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
შემორჩენილი ამომწყდარი | |||||||||||||||
|
შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, მინიჭებული აქვს EN კატეგორია.[3]