.ge
From Wikipedia, the free encyclopedia
.ge — ზედა დონის ეროვნული დომენი (ccTLD) საქართველოსთვის.
სწრაფი ფაქტები შემოღებულია, დომენის ტიპი ...
.ge | |
---|---|
შემოღებულია | 1992 |
დომენის ტიპი | ზედა დონის ეროვნული დომენი |
სტატუსი | მოქმედი |
რეგისტრატორი | კავკასუს ონლაინი |
დანიშნულება | საქართველოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტი |
ფაქტობრივი გამოყენება | პოპულარულია საქართველოში |
საიტი | www.nic.ge |
დახურვა
აღნიშნული დომენური სახელები ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისთვის (შეუზღუდავად) ან უცხოური დაწესებულებისთვის, წარმომადგენლის მეშვეობით (მხოლოდ ერთი დომენი თითოეულ რეგისტრანტზე). აგრეთვე, ხელმისაწვდომია მოცემული ქვედომენები, ცალკეული სახის რეგისტრანტებისთვის:[1]
- .com.ge — მხოლოდ კომერციული ორგანიზაციებისთვის
- .edu.ge — მხოლოდ უმაღლესი და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
- .school.ge — მხოლოდ სკოლებისთვის
- .gov.ge — მხოლოდ სამთავრობო ორგანიზაციებისთვის
- .org.ge — მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის
- .mil.ge — მხოლოდ სახელმწიფო სამხედრო ორგანიზაციებისთვის (იყენებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროც)
- .net.ge — მხოლოდ ქსელებთან დაკავშირებული ორგანიზაციებისთვის
- .pvt.ge — მხოლოდ კერძო პირებისთვის