ჰერბერტ ლომი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰერბერტ ჩარლზ ანჯელო კუხაჩევიჩი ზე შლუდერპაჩერუ (ინგლ. Herbert Charles Angelo Kuchačevič ze Schluderpacheru; დ. 1917 წლის 11 სექტემბერი, პრაღა, ბოჰემიის სამეფო, ავსტრია-უნგრეთი - გ. 2012 წლის 27 სექტემბერი, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) - პროფესიონალურად ცნობილი როგორც ჰერბერტ ლომი (ჩეხური გამოთქმა: ɦɛrbɛrt lom). ჩეხეთში დაბადებული ბრიტანელი მსახიობი იყო, რომელიც დიდ ბრიტანეთში გადავიდა 1939 წელს. 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ის ხშირად განასახიერებდა და ახმოვანებდა პერსონაჟებს სხვადასხვა ფილმსა თუ ანიმაციაში. მან თავისი კომედიური შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა "ვარდისფერი პანტერას" ფრენჩაიზში.
ჰერბერტ ლომი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
11 სექტემბერი, 1917 პრაღა, ბოჰემიის სამეფო, ავსტრია-უნგრეთი |
გარდაცვალების თარიღი |
27 სექტემბერი, 2012 (95 წლის) ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1937 - 2016 |
შვილ(ებ)ი | 3 |
ლომი გამოირჩეოდა ინგლისური ენის ზუსტი, ელეგანტური გამოთქმით.[1] იგი ყველაზე ცნობილია როლებში: The Ladykillers, "ვარდისფერი პანტერა" ფილმების სერიები, ომი და მშვიდობა და სატელევიზიო სერიალი The Human Jungle.