ჰენრი დეივიდ თოროუ
ამერიკელი მწერალი / From Wikipedia, the free encyclopedia
ჰენრი დეივიდ თოროუ[13] (დ. 12 ივლისი, 1827 — გ. 6 მაისი, 1862) — ამერიკელი ნატურალისტი, ესეისტი, პოეტი და ფილოსოფოსი.[14] როგორც წამყვანი ტრანსცენდენტალისტი,[15] იგი ცნობილია წიგნით „უოლდენი“ (1954), რომელიც ბუნებრივ გარემოში მარტივ ცხოვრებას ასახავს, ასევე ცნობილია მისი ესე „სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“, რომელიც ხელისუფლებისადმი არაძალადობრივი წინააღმდეგობის კატეზიხისად იქცა.
ჰენრი დეივიდ თოროუ | |
---|---|
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-en-us" does not exist | |
დაბადების თარიღი | 12 ივლისი, 1817(1817-07-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბადების ადგილი | Wheeler-Minot Farmhouse, კონკორდი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი | 6 მაისი, 1862(1862-05-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] (44 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კონკორდი, აშშ |
დასაფლავებულია | Sleepy Hollow Cemetery |
საქმიანობა | პოეტი[11] , ფილოსოფოსი, ესეისტი, ავტობიოგრაფი, დღიურის ავტორი, მთარგმნელი, მწერალი[12] , abolitionist, ბუნებისმეტყველი, ecologist და environmentalist |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ჰარვარდის კოლეჯი და ჰარვარდის უნივერსიტეტი |
ჟანრი | transcendentalism |
Magnum opus | უოლდენი და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა |
ჯილდოები | Hall of Fame for Great Americans |
მეუღლე | |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
თოროუს წიგნები, სტატიები, ესეები და პოეტური შემოქმედება ოცზე მეტი ნაწილისგან შედგება. აღსანიშნავია მისი ნაშრომები ბუნების ისტორიასა და ფილოსოფიის შესახებ. თოროუს ლიტერატურული სტილისთვის დამახასიათებელია ახლო დაკვირვება ბუნებაზე, პირადი გამოცდილების ასახვა, მახვილი რიტორიკა, სიმბოლური დატვირთვები, ისტორიული ცნობების გადმოცემა, მისი ნაშრომები გამოირჩევა პოეტური მგრძნობელობით, ფილოსოფიური სიმკაცრით და პრაქტიკული დეტალებისადმი ინტერესით.[16] მწერალი დაინტერესებული იყო მტრული ძალების წინაშე გადარჩენის იდეით, ისტორიული ცვლილებებითა და ბუნების გადადგურების პროცესით.
თოროუ მთელი ცხოვრების მანძილზე აბოლოციონისტი იყო, იგი ატარებდა ლექციებს, რომლებზეც აკრიტიკებდა კანონს გაქცეულ მონებზე. თოროუს ფილოსოფიამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახემ მოგვიანებით გავლენა მოახდინა ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურების პოლიტიკურ აზროვნებასა და ქმედებებზე, როგორებიც არიან ლევ ტოლსტოი, მაჰათმა განდი და მარტინ ლუთერ კინგი.[17]