ჯულია მაიკლსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯულია კარინ კავაზოსი (ინგლ. Julia Carin Cavazos; დ. 13 ნოემბერი, 1993, დევენპორტი, აიოვა, აშშ[2][3]) — პროფესიონალურად ცნობილი როგორც ჯულია მაიკლსი, არის ამერიკელი სიმღერების ავტორი და მომღერალი.
ჯული მაიკლსი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 13 ნოემბერი, 1993 (1993-11-13) (30 წლის) |
დაბ. ადგილი | დევენპორტი, აიოვა, აშშ |
წარმოშობა | სანტა-კლარიტა, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
აქტიური | 2010 – დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Republic |
ხელმოწერა | |
საიტი | juliamichaelsofficial.com |
ჯულია მაიკლსი ვიკისაწყობში |
მაიკლსი დაიბადა აიოვაში და გაიზარდა კალიფორნიაში. მისი კარიერა დაიწყო სხვა შემსრულებლებისთვის სიმღერების შექმნით. 2017 წელს, თანაავტორის სახით წარმატების მიღწევის შემდეგ, მან Republic Records-ზე გამოსცა სადებიუტო სინგლი „Issues“, რომელიც აშშ-ში Billboard Hot 100–ის მე-11 ადგილზე იყო და ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის (RIAA) მიერ სამმაგი პლატინის სერთიფიკატი მიიღო. წამყვან ლეიბლზე გამოცემულმა სადებიუტო EP-მ, „Nervous System“ (2017), აშშ-ის Billboard 200-ში #48 პოზიციამდე მიაღწია. მოგვიანებით იგი მონაწილეობდა ერთობლივ ტურნეებში Maroon 5-თან, კით ურბანთან და ნაილ ჰორანთან და ბრიტანეთის საუკეთესო 20-ეულში მოხვდა სიმღერებით „If the World Was Ending“ (JP Saxe-სთან ერთად) და „I Miss You“ (Clean Bandit-თან ერთად).
როგორც სიმღერების ავტორმა დაწერა რიგი სიმღერების სხვა შემსრულებისთვის, რომელთა შორის აღსანიშნავია სელენა გომესი, დემი ლოვატო, Fifth Harmony, შონ მენდესი, ბრიტნი სპირსი, ჯასტინ ბიბერი, ჰეილი სტაინფელდი და გვენ სტეფანი[4]. Billboard Hot 100-ში აგრეთვე მოხვდა მისი ავტორობის ორი #1 სიმღერა — ბიბერის „Sorry“ და სელენა გომესის „Lose You to Love Me“-ით. მაიკლსს ასევე აქვს მიღებული გრემის ჯილდოს სამი ნომინაცია — ორი წლის სიმღერისთვის, ხოლო მესამე —საუკეთესო ახალი შემსრულებლისთვის, ისევე, როგორც ნომინაციები MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე, ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე და ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე.