ჯონ ჯეიმზ ოდიუბონი
ამერიკელი ორნითოლოგი,ნატურალისტი და მხატვარი / From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ ჯეიმზ ოდიუბონი (ინგლ. John James Audubon; დ. 26 აპრილი, 1785, სან-დომინგო, ახლანდ. ჰაიტი — გ. 27 იანვარი, 1851, ნიუ-იორკი) — ამერიკელი ნატურალისტი, ორნითოლოგი, მხატვარ-ანიმალისტი. თითქმის 12 წლის მანძილზე იკვლევდა ფრინველებს მთელი ამერიკის ტერიტორიაზე და კლავდა მათ, რათა შემდეგ დაეხატა. მრავალწლიანი მუშაობის შედეგი გახდა ნაშრომი „ამერიკის ფრინველები“ („Birds of America“, 1827–1838) — დიდი ზომის (ესტამპი 99×66 სმ) ხუთი ჩინებული ალბომი, რომელიც მოიცავს 500 სხვადასხვა სახეობის ფრინველის 1000-ზე მეტ გამოსახულებას. მოგვიანებით ამ გამოცემის ბაზაზე ოდიუბონმა სხვა თანაავტორებთან ერთად მოამზადა ამერიკის ფრინველებზე მიძღვნილი სხვა თანამდევი ნაშრომები („ორნითოლოგიური ბიოგრაფია“, „ამერიკის ფრინველთა მიმოხილვა“, „ამერიკის ფრინველები“ — 1844 წელს შესრულებული 7-ტომეული), აგრეთვე წიგნი „ჩრდილოეთ ამერიკის ცოცხლადმშობი ოთხფეხიანები“ 3 ტომად. მის სახელს ატარებს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ოდიუბონის ეროვნული საზოგადოება“.[22]
ჯონ ჯეიმზ ოდიუბონი | |
---|---|
ინგლ. John James Audubon ფრანგ. Jean‐Jacques Audubon | |
დაბ. თარიღი | 26 აპრილი, 1785(1785-04-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბ. ადგილი | ლე-კე, სან-დომინგო[14] [15] |
გარდ. თარიღი | 27 იანვარი, 1851(1851-01-27)[1] [2] [3] [16] [4] [5] [6] [7] [9] [10] [11] [12] [13] (65 წლის) |
გარდ. ადგილი | ნიუ-იორკი[1] [14] [15] |
დასაფლავებულია | ნიუ-იორკის სამების ეკლესიის სასაფლაო და მავზოლეუმი |
მოქალაქეობა |
აშშ საფრანგეთი |
საქმიანობა | ბოტანიკოსი, ორნითოლოგი, მხატვარი[17] [18] , ზოოლოგი, ბიოლოგი, სამეცნიერო მხატვარ-ილუსტრატორი, მწერალი[19] , ფოტოგრაფი[17] , მხატველი[17] , მხატვარ-გრავიორი[17] და ბუნებისმეტყველი |
მეუღლე | ლუსი ოდიუბონი[20] |
დედა | ჟან რაბინი |
შვილ(ებ)ი | ჯონ ვუდჰაუს ოდიუბონი[21] , ვიქტორ გიფორდ ოდიუბონი[21] , ლუსი ოდიუბონი და როუზ ოდიუბონი |
ხელმოწერა | |