ჯოან კოლინზი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯოან ჰენრიეტა კოლინზი (ინგლ.Dame Joan Henrietta Collins;DBE დ. 23 მაისი, 1933, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ინგლისელი მსახიობი, პროდიუსერი, მწერალი და მიმომხილველი.
ჯოან კოლინზი | |
---|---|
ჯოან კოლინზი 1954 | |
დაბადების თარიღი |
23 მაისი, 1933 (87 წლის) ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
საქმიანობა | მსახიობი, მწერალი |
პარტია | კონსერვატიული პარტია |
მეუღლე(ები) | 5 |
შვილ(ებ)ი | 3 |
ნათესავები | ჯეკი კოლინზი (და) |
ჯილდოები |
ოქროს გლობუსი (1983 წ.) ბრიტანეთის იმპერიის ორდენი |
საიტი | [] |
ხელმოწერა |
ჯოან კოლინზის დებიუტი თეატრალურ სცენაზე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ცხრა წლის ასაკში შედგა პიესაში „თოჯინების სახლი“. შემდეგ მან დაამთავრა ლონდონის დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია და კარიერა ბრიტანულ კინემატოგრაფიაში დაიწყო. 22 წლის ასაკში მსახიობი გაემგზავრა ჰოლივუდში და გახდა ცნობილი ისეთი როლებით ფილმებში, როგორიცაა "გოგონა ვარდისფერ კაბაში" (1955) და ა.შ. მას იწვევდნენ ამერიკულ და ბრიტანულ ფილმებში მონაწილეობის მისაღებად 1950–იან და 1960–იან წლებში. მისი მოღვაწეობა ნაკლებად წარმატებული იყო 1970–იან წლებში.
ყველაზე დიდი პოპულარობა მსახიობს მოუტანა 1981 წელს სატელევიზიო სერიალ „დინასტიაში“ შესრულებულმა ალექსის კოლბის როლმა, რისთვისაც 1983 წელს ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა.[1]
ოთხმოციანი წლების ბოლოს მისი უმცროსი დის ჯეკი კოლინზის მსგავსად, მწერლობაში სცადა ბედი და გამოუშვა თავისი პირველი წიგნი, Prime Time (1988), რომელიც ბესტსელერი გახდა. კრიტიკოსების უარყოფითი შეფასებების მიუხედავად,ჯოანმა დაწერა კიდევ რამდენიმე წიგნი და ავტობიოგრაფია. ისევე როგორც ეკრანზე, კოლინზს ცხოვრებაში აქვს გლამურული ქალის იმიჯი მისი ხუთი ქორწინებისა და შეუდარებელი სტილის წყალობით. 2015 წელს კოლინზს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი.[2][3]