ჯოან ინგლისელი (1321-1362)
From Wikipedia, the free encyclopedia
ეს სტატია ეხება შოტლანდიის დედოფალ ჯოან ინგლისელს, იმავე სახელის მქონე სხვა პიროვნებების სანახავად გთხოვთ იხილოთ გვერდი ჯოან ინგლისელი
სწრაფი ფაქტები ჯოან ინგლისელი, შოტლანდიის დედოფალი ...
ჯოან ინგლისელი | |
---|---|
შოტლანდიის დედოფალი | |
კორონაცია: | ნოემბერი, 1331 |
მმართ. დასაწყისი: | 7 ივნისი, 1329 |
მმართ. დასასრული: | 7 სექტემბერი, 1362 |
წინამორბედი: | ელიზაბეთ დე ბურგი |
მემკვიდრე: | მარგარეტ დრუმონდი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 5 ივლისი, 1321 |
დაბ. ადგილი: | ლონდონი, ინგლისი |
გარდ. თარიღი: | 7 სექტემბერი, 1362, (41 წლის) |
გარდ. ადგილი: | ჰერტფორდშირი, ინგლისი |
დაკრძ. ადგილი: | ლონდონი, ინგლისი |
მეუღლე: | დეივიდ II, შოტლანდიის მეფე |
დინასტია: | პლანტაგენეტები |
მამა: | ედუარდ II, ინგლისის მეფე |
დედა: | იზაბელა ფრანგი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა
ჯოან ინგლისელი (ინგლ. Joan of England), აგრეთვე ცნობილია როგორც ჯოან ტაუერელი (ინგლ. Joan of the Tower; დ. 5 ივლისი, 1321, ლონდონი, ინგლისი — გ. 7 სექტემბერი, 1362, ჰერტფორდშირი, ინგლისი) — პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ედუარდ II-ისა და დედოფალ იზაბელა ფრანგის ასული. შოტლანდიის დედოფალი 1329-1362 წლებში როგორც მეფე დეივიდ II-ის პირველი ცოლი.