ჯიმ პარსონსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეიმზ იოზეფ პარსონსი (ინგლ. James Joseph Parsons; 24 მარტი, 1973) — ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. ცნობილია შელდონ კუპერის შესრულებული როლით CBS-ის სიტკომში „დიდი აფეთქების თეორია“ (2007-2019).[2][3][4] ამ როლის შესრულებისთვის მიღებული აქვს რამდენიმე ნომინაცია, მათ შორისაა პრაიმტაიმის ემი და ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის სატელევიზიო მიუზიკლში ან კომედიაში.[5] 2018 წელს Forbes-მა მისი წლიური ანაზღაურება 26,5 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა და დაასახელა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად სატელევიზიო მსახიობად.[6]
სწრაფი ფაქტები ჯიმ პარსონსი, დაბადების სახელი ...
ჯიმ პარსონსი | |
---|---|
პარსონსი 2016 წელს | |
დაბადების სახელი | ჯეიმზ იოზეფ პარსონსი |
დაბადების თარიღი |
24 მარტი, 1973 (1973-03-24) (51 წლის)[1] პიუსტონი, ტეხასი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ჰიუსტონის უნივერსიტეტი, სან-დიეგოს უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი, პროდიუსერი |
აქტიური | 1993–დღემდე |
მეუღლე(ები) | ტოდ სპიუეიკი (იქ. 2017) |
დახურვა