ჯეფრი რაში
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეფრი როი რაში (ინგლ. Geoffrey Roy Rush; 6 ივლისი, 1951, ტუვუმბა) — ავსტრალიელი მსახიობი. მიღებული აქვს ოსკარის (1997),[2] ოქროს გლობუსის (1997, 2005), პრაიმტაიმის ემის (2005), BAFTA-ს (1997, 1999, 2011), ტონის (2009)[3] და კინომსახიობთა გილდიის (1997, 1999, 2005, 2011) ჯილდოები. 2012 წელს დასახელდა „წლის ავსტრალიელად“.[4][5][6] ჯეფრი რაში პირველი მსახიობია, რომელმაც ერთ როლში მიიღო ოსკარი, BAFTA, Critics' Choice Movie Award, ოქროს გლობუსი და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო.
ჯეფრი რაში | |
---|---|
ჯეფრი რაში 2017 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე | |
მშობლიური სახელი | Geoffrey Rush |
დაბადების სახელი | ჯეფრი როი რაში |
დაბადების თარიღი |
6 ივლისი, 1951 (1951-07-06) (72 წლის) ტუვუმბა, კუინზლენდი, ავსტრალია |
რეზიდენცია | კამბერუელი, ვიქტორია, ავსტრალია[1] |
სხვა სახელები | ჯეფ რაში |
მოქალაქეობა | ავსტრალია |
ალმა-მატერი | კუინზლენდის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1971-დღემდე |
მეუღლე(ები) | ჯეინ მენელაუსი (იქ. 1988) |
ჯილდოები |
დაიბადა ტუვუმბაში, კუინზლენდში როი რაშისა და მერლ ბიშოფის ოჯახში.[7][8] მას შემდეგ რაც მათი მშობლები განქორწინდნენ, დედამ იგი საცხოვრებლად ბრიზბენში წაიყვანა.[9] კუინზლენდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1970 წელს,[10] რაშმა მუშაობა დაიწყო კუინზლენდის თეატრალურ კომპანიაში.
1975 წელს გადავიდა პარიზში, სადაც ეუფლებოდა სამსახიობო ოსტატობას. ავსტრალიაში დაბრუნებისთანავე განაგრძო თეატრალური კარიერა 1977 წელს.[7] მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სპექტაკლებში, მათ შორის შექსპირის პიესებში.
რაშის დებიუტი კინოში შედგა 1981 წლის ფილმში „ჰუდვინკი“ (ინგლ. Hoodwink). საყოველთაო აღიარება მოპოვა დევიდ ჰელფგოტის როლის შესრულებით ფილმში „ბრწყინვალება“ (1996), რისთვისაც გადაეცა რამდენიმე ჯილდო, მათ შორის ოსკარი.
მისი სხვა ცნობილი ფილმებია: „შეყვარებული შექსპირი“ (1998), „ელისაბედი“ (1998), „საბრალონი“ (1998), „მარკიზ დე სადის კალამი“, (2000), „ფრიდა“ (2002), „პიტერ სელერსისი ცხოვრება და სიკვდილი“ (2004), „მეფის სიტყვა“ (2010), „საუკეთესო შეთავაზება“ (2013), „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ფილმების სერია და სხვა.
2014 წელს, ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის ავსტრალიის მთავრობამ ჯეფრი რაშს ავსტრალიის ორდენის კომპანიონის წოდება მიანიჭა.[11]