ჯერომ სელინჯერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯერომ დეივიდ სელინჯერი (ინგლ. Jerome David Salinger; დ. 1 იანვარი, 1919, ნიუ-იორკი — გ. 27 იანვარი, 2010, კორნიში, ნიუ-ჰემფშირი) — ამერიკელი მწერალი. სახელი მოიხვეჭა რომანით „თამაში ჭვავის ყანაში“ (1951) (ახალ თარგმანში „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“ - მთარგმნელი გია ჭუმბურიძე). აღსანიშნავია სელინჯერის ეპიკური ციკლი ― საგა გლასების ოჯახზე ― „ბანანა თევზის ამინდი“ (1948), „ფრენი და ზუი“ (1961), „ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ (1963), „სეიმური-გაცნობა“ (1963). სელინჯერი ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ნაწარმოებების ოსტატია. მისი გმირები უმთავრესად ბავშვები და მოზარდები არიან, რომლებიც მწვავედ განიცდიან კონფლიქტებს: აქედან მომდინარეობს მისი ტრაგიზმი, გაუცხოება, მარტოობა, დაბნეულობა, დეპრესია, პროტესტი საზოგადოებაში გაბატონებული სიყალბისა და მანკიერებისადმი. მის ბოლო ნაწარმოებებში იგრძნობა გატაცება რელიგ. დოქტრინებით, აღმოსავლეთის იდეალისტური ფოლოსოფიით, სელინჯერი კიერკეგორის ნააზრევით.
ჯერომ სელინჯერი | |
---|---|
ინგლ. Jerome David Salinger | |
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1919(1919-01-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბადების ადგილი | ნიუ-იორკი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 27 იანვარი, 2010(2010-01-27)[14] [1] [3] [5] [6] [7] [9] [10] [11] [12] [13] (91 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Cornish |
საქმიანობა | მწერალი[12] და რომანისტი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | კოლუმბიის უნივერსიტეტი, Columbia University School of General Studies, Valley Forge Military Academy and College, McBurney School და PS 6 |
Magnum opus | თამაში ჭვავის ყანაში, ცხრა ამბავი, Raise High the Roof Beam, Carpenters and Seymour: An Introduction და ფრენი და ზუი |
მეუღლე | კლერ დუგლასი |
შვილ(ებ)ი | მეტ სელინჯერი და მარგარეტ სელინჯერი |
ხელმოწერა | |