ჯერემი ბენტამი
ინგლისელი სამართლისმცოდნე, სოციოლოგი და ფილოსოფოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
ჯერემი ბენტამი (ინგლ. Jeremy Bentham; მოძველებულ ლიტერატურაში - იერემია ბენტამი; დ. 15 თებერვალი, 1748 [ძვ. სტ. 4 თებერვალი, 1747][14]] — გ. 6 ივნისი, 1832) — ინგლისელი ფილოსოფოსი, იურისტი და სოციალური რეფორმატორი, თანამედროვე უტილიტარიზმის ფუძემდებელი.[15][16]
ჯერემი ბენტამი | |
---|---|
ინგლ. Jeremy Bentham | |
დაბ. თარიღი | 15 თებერვალი, 1748(1748-02-15)[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | ჰაუნდსდიტჩი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ან ლონდონი[6] |
გარდ. თარიღი | 6 ივნისი, 1832(1832-06-06)[1] [2] [3] [4] [5] [7] [8] (84 წლის) |
გარდ. ადგილი | ლონდონი, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[9] |
მოქალაქეობა |
დიდი ბრიტანეთის სამეფო საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა[10] დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, ვაჭრები, ადვოკატი, პოლიტოლოგი, suffragist, ადამიანის უფლებათა დამცველი, იურისტი[11] , animal rights advocate, მწერალი[12] , ეკონომისტი, Protestant reformer[6] და პოლიტიკური თეორეტიკოსი |
ალმა-მატერი | უესტმინსტერის სკოლა[11] და დედოფლის კოლეჯი[11] |
მეუღლე | |
მამა | Jeremiah Bentham[13] [7] |
დედა | Alicia Woodward Grove[13] |
ხელმოწერა | |
ბენტამმა თავისი ფილოსოფიის „ფუნდამენტურ აქსიომად“ განსაზღვრა პრინციპი „რაც შეიძლება მეტი ბედნიერება, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის“.[17][18] ის გახდა წამყვანი თეორეტიკოსი ანლო-ამერიკული სამართლის ფილოსოფიაში, მისმა რადიკალურმა პოლიტიკურმა იდეებმა დიდი გავლენა იქონია „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ კონცეფციის ჩამოყალიბებაზე. ბენტამი იცავდა პერსონალური და ეკონომიკური თავისუფლების იდეებს, ემხრობოდა ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას, გამოხატვის თავისუფლებას, თანასწორ უფლებებს ქალებისთვის, განქორწინების უფლებას, ასევე, უმცირესობების უფლებების დაცვას. ის გამოდიოდა მონობის, სიკვდილით დასჯის და ფიზიკური დასჯის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელთან მიმართებაში კი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ბავშვებზე.[19] ჯერემი ბენტამი შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ცხოველთა უფლებების ერთ-ერთ ადრეულ დამცველადაც.[20][21][22] ინდივიდუალური თუ კოლექტიური უფლებებისადმი კეთილგანწყობის მიუხედავად, ბენტამი ეწინააღმდეგებოდა ბუნებითი სამართლისა და ბუნებითი უფლებების ცნებებს. სამართლის ფილოსოფიაში დამკვიდრებული ერთი მოსაზრების თანახმად, ბუნებითი სამართლის ერთ-ერთ წყაროდ მისი ღვთაებრიობა - ღვთისგან წარმომავლობა - მიიჩნევა, თუმცა ჯერემი ბენტამი ამ აზრს არაბუნებრივ აბსურდს უწოდებდა და ასევე მკაცრად აკრიტიკებდა სამართლებრივ ფიქციას.
ბენტამის სტუდენტებს შორის იყვნენ მისი მდივანი და თანამშრომელი ჯეიმზ მილი, ინგლისელი ფილოსოფოსი ჯონ სტიუარდ მილი, ინგლისელი სამართლის ფილოსოფოსი და თეორეტიკოსი ჯონ ოსტინი, ამერიკელი მწერალი და აქტივისტი ჯონ ნილი, ასევე - რობერტ ოუენი, უტოპიური სოციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ჯერემი ბენტამს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმდროინდელი ინგლისის ციხის, სკოლის, დაბალი სოციალური კლასისთვის განკუთვნილი კანონების, სასამართლოსა თუ ინგლისის პარლამენტის რეფორმებში.[23]
1832 წელს, სიკვდილის წინ ბენტამმა ანდერძში დაწერა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი სხეული გაეკვეთათ და სპეციალური დამუშავების შემდეგ შეენახათ, როგორც მუდმივი სიმბოლო (მემორიალი) მისი იდეებისა. ასეც მოხდა და აღნიშნული მემორიალის ხილვა ამჟამადაც შესაძლებელია სტუდენტური ცენტრის შესასვლელში ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, რომლის დაარსებაშიც მცირედი წვლილი ჯერემი ბენტამსაც მიუძღვის. აღსანიშნავია, რომ ბენტამის იდეები საყოველთაო განათლების ხელმისაწვდომობაზე აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების საბაზისო იდეოლოგიის ნაწილია.[24]