ჯეიმზ ფრანცის ედუარდ სტიუარტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეიმზ ფრანცის ედუარდ სტიუარტი (ინგლ. James Francis Edward Stuart; დ. 10 ივნისი, 1688, ლონდონი, ინგლისის სამეფო — გ. 1 იანვარი, 1766, რომი, პაპის ოლქი) — სტიუარტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ II-ისა და დედოფალ მარია მოდენელის ვაჟი. 1688 წლის სახელოვანი რევოლუციის შემდეგ მან მემკვიდრეობა დაკარგა თავისი კათოლიკური აღმსარებლობის გამო, რის შემდეგაც დაიწყო იაკობინური ომები და დავა სამეფო ტახტებისათვის. იაკობინელებსა და მათ მხარდაჭერებში იგი ცნობილი იყო როგორც ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჯეიმზ III და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VIII.
სწრაფი ფაქტები ჯეიმზ ფრანცის ედუარდ სტიუარტი, დაიბადა ...
ჯეიმზ ფრანცის ედუარდ სტიუარტი | |
---|---|
წოდებები
უელსის პრინცი იაკობინელთა პრეტენდენტი ინგლისის ტახტზე | |
დაიბადა |
10 ივნისი, 1688 ლონდონი, ინგლისის სამეფო |
გარდაიცვალა |
1 იანვარი, 1766, (77 წლის) რომი, პაპის ოლქი |
საგვარეულო | სტიუარტები |
მეუღლე(ები) | მარია კლემენტინა სობიესკა |
შვილ(ებ)ი |
ჩარლზ ედუარდი ჰენრი ბენედიქტი |
მამა | ჯეიმზ II, ინგლისის მეფე |
დედა | მარია მოდენელი |
რელიგია | კათოლიციზმი |
დახურვა