ცხვირა მაიმუნი
From Wikipedia, the free encyclopedia
ცხვირა მაიმუნი (Nasalis larvatus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ანთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 55-75 სმ, მასა 12-24 კგ აღწევს. აქვს ძალზე გრძელი ცხვირი (აქედან სახელწოდება), რომელიც უფრო განვითარებული აქვს მამალს. ცხვირა მაიმუნის ბეწვი ხშირია. თავი, მხრები, ზურგი და კიდურების ზედა ნაწილები აგურისფერ-წითელია, სხეულის დანარჩენი ნაწილები — მონაცისფრო. გავრცელებულია კუნძულ კალიმანტანზე. ცხოვრობს ტყეში, მეხეური ცხოველია, იკვებება უმთავრესად ფოთლებით, ნაყოფით. კარგად ცურავს. ქმნის 20-მდე ინდივიდისაგან შემდგარ ხროს.
სწრაფი ფაქტები ცხვირა მაიმუნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ცხვირა მაიმუნი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Nasalis larvatus | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Endangered : 14352 | |||||||||||||||||
|
დახურვა