ჩრდილოეთ აფრიკის კამპანია
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილოეთ აფრიკის კამპანია — მეორე მსოფლიო ომის კამპანია ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარეობდა 1940 წლის 10 ივნისიდან 1943 წლის 13 მაისამდე. ბრძოლები მიმდინარეობდა ლიბიისა და ეგვიპტის უდაბნოებში (დასავლეთ უდაბნოს კამაპანია ასევე ცნობილი როგორც უდაბნოს ომი), ასევე მაროკოში, ალჟირში (ოპერაცია ტორჩი), და ტუნისში.
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ჩრდილოეთ აფრიკის კამპანია | |||
---|---|---|---|
თარიღი | 10 ივნისი 1940—1943 13 მაისი | ||
მდებარეობა | ლიბია, ეგვიპტე, ალჟირი, მაროკო, ტუნისი | ||
შედეგი | მოკავშირეთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ჩრდილოეთ აფრიკის კამპანია ვიკისაწყობში |
ბრძოლები მიმდინარეობდა მოკავშირეებსა და ღერძის ქვეყნებს შორის.[6] მოკავშირეთა ძალას წარმოადგენდა ბრიტანეთის თანამეგობრობა და გერმანიის მიერ ოკუპირებული ევროპიდან დევნილი ხალხი. ამერიკის შეერთებული შტატები ომს შეურთდა 1941 წლის დეკემბერს და პირდაპირი სამხედრო დახმარება დაიწყო 1942 წლის 11 მაისს.
ჩრდილოეთ აფრიკაში ბრძოლა იტალიელებმა დაიწყეს 1940 წლის 10 ივნისს. 14 ივნისს, ბრიტანელებმა ლიბიის საზღვარი გადალახეს და დაიკავეს იტალიელთა პორტი „კაპუცო“. ამას მოჰყვა იტალიელთა კონტრშეტევა რის შედეგადაც მათ ქალაქი სიდი-ბარანი აიღეს თუმცა, ბრიტანელებმა ქალაქი უკან დაიბრუნეს დეკემბერში ბრიტანეთის თანამეგობრობის კონტრშეტევის (ოპერაცია კომპასი) შემდეგ. ოპერაცია კომპასის დროს, იტალიელთა მე-10 არმია განადგურადა და გერმანიის აფრიკის კორპუსი— ერვინ რომელის მეთაურობით, მოგვიანებით ცნობილი როგორც „უდაბნოს მელა“—გაგზავნილი იყო ჩრდილოეთ აფრიკაში 1941 წლის თებერვალში, ოპერაცია მზესუმზირა ამოქმედდა იტალიური ძალების დასახმარებლად, რათა თავი აერიდებინათ ღერძის სრული მარცხისთვის.
ლიბიისა და ეგვიპტის რეგიონების კონტროლისთვის ბრძოლებს მერყევი სერია მოჰყვა, რამაც 1942 წლის ოქტომბერში ელ-ალამეინის მეორე ბრძოლაში მიაღწია კულმინაციას, როდესაც ბრიტანეთის თანამეგობრობის ძალებმა გენერალ-ლეიტენანტი ბერნარ მონტგომერის მეთაურობით გადამწყვეტი დამარცხება მიაყენეს ერვინ რომელის აფრიკულ კორპუსს. 1942 წლის ნოემბერში ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში ანგლო-ამერიკული დესანტის (ოპერაცია ტორჩის) და ვიშის საფრანგეთის ძალებთან შემდგომი ბრძოლების შემდეგ, მოკავშირეებმა ტუნისში ალყაში მოაქციეს ასობით ათასი მტრის ჯარისკაცი და აიძულეს დანებება 1943 წლის მაისს.
ბრიტანული ულტრა კოდის დამრღვევი დაზვერვის საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩრდილოეთ აფრიკაში მოკავშირეთა წარმატებისთვის. მოკავშირეთა ამ წარმატებას მოჰყვა იტალიის კამპანია, რამაც გამოიწვია იტალიაში ფაშისტური მთავრობის დამხობა და გერმანიისთვის მთავარი მოკავშირის დაკარგვა.
ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიას ხშირად ეწოდებოდა „ომი სიძულვილის გარეშე“, წმინდა სამხედრო შეტაკება უდაბნოში პარტიზანული შეტაკებებისა და ეთნიკური წმენდის გარეშე რომელიც ხდებოდა ევროპაში. ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებენ ბოლოდროინდელი ისტორიკოსები, იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში მართლაც ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობდა და კამპანია გამოირჩეოდა მრავალი სისასტიკითა და შეურაცხყოფით როგორც გერმანული, ისე იტალიელი ძალების მიერ სამხედრო ტყვეების და ადგილობრივი ებრაელი ბერების მიმართ.[7]