ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრი
სიმფონიური ორკესტრი ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, აშშ-ში / From Wikipedia, the free encyclopedia
ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრი (ინგლ. Chicago Symphony Orchestra, CSO) — ამერიკული სიმფონიური ორკესტრი, დაარსებული 1891 წელს თეოდორ ტომასის მიერ. ორკესტრი განთავსებულია ჩიკაგოს სიმფონიურ ცენტრში, ხოლო ზაფხულის სეზონზე უკრავს რავინიას ფესტივალზე. მისი მუსიკალური დირექტორია იტალიელი დირიჟორი რიკარდო მუტი, რომელიც ამ პოზიციაზე 2010 წლიდან იმყოფება. CSO ერთ-ერთია წამყვანი ამერიკული ორკესტრებიდან, რომელთაც „დიდ ხუთეულს“ უწოდებენ ხოლმე (ნიუ-იორკის ფილარმონიულ ორკესტრთან, ბოსტონის სიმფონიურ ორკესტრთან, ფილადელფიის ორკესტრთან და კლივლენდის ორკესტრთან ერთად).[1]
სწრაფი ფაქტები ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრი, მშობლიური სახელი ...
ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრი | |
---|---|
სიმფონიური ორკესტრი | |
ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის ლოგო | |
მშობლიური სახელი | ინგლ. Chicago Symphony Orchestra |
დაარსდა | 1891 |
მდებარეობა | ჩიკაგო, აშშ |
საკონცერტო დარბაზი | Chicago Symphony Center |
მთავარი დირიჟორი | რიკრდო მუტი |
ვებგვერდი | cso.org |
დახურვა