ჩვეულებრივი მახრჩობელა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩვეულებრივი მახრჩობელა (Boa constrictor; Constrictor constrictor) — მახრჩობელა გველი მახრჩობელასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 2-3 მ. (5,5, მეტრამდე). ზურგის მოხატულობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ არსებობს უამრავი ვარიანტი. მოძრაობისას, მზის სხივებზე მახრჩობელას კანი ელვარებს მეტალისებურად, ტალღისებურად და ცისარტყელასებრ ბზინავს. საცხოვრებელი არეალი ფართოა - დაწყებული მექსიკიდან, მთელი ტროპიკული და ეკვატორული ამერიკის გავლით, ცენტრალური არგენტინის რაიონებამდე. ამ ტერიტორიაზე მახეჩობელას 6 (10) ქვესახეობა ბინადრობს. უმეტესობა მათგანი გარეგნულად და ბიოლოგიური მონაცემებით ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, რომ ადრე დამოუკიდებელ სახეობებად იყვნენ მიჩნეულნი.
სწრაფი ფაქტები ჩვეულებრივი მახრჩობელა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ჩვეულებრივი მახრჩობელა | |||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩვეულებრივი მახრჩობელა (Boa constrictor) | |||||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||||
Boa constrictor ლინეი, 1758 | |||||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 197462 | |||||||||||||||||||
|
დახურვა