ჩეთემ ჰაუსის წესი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩეთემ ჰაუსის წესი (ინგლ. Chatham House Rule) — წესი, რომლის მიხედვით შეხვედრაზე მისულ ნებისმიერ პირს (პირებს) შეუძლია შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციის გამოყენება (გაჟღერება), თუმცა აკრძალული აქვთ იმის თქმა, თუ ვისგან მიიღეს აღნიშნული ინფორმაცია. წესი შეიქმნა პრობლემურ და საკამათო საკითხებზე კამათისა და დისკუსიის მხარდასაჭერად.
თავდაპირველად წესი შეიქმნა გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში გამართული შეხვედრებისთვის. ინსტიტუტის შენობისა და ზედმეტსახელის - ჩეთემ ჰაუსის - პატივსაცემად, წესს ჩეთემ ჰაუსის წესი ეწოდა.
წესი შეიქმნა 1927 წელს და განახლდა 1992 წელს. 2002 წლის განახლების შემდეგ, წესი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:[1]
„ | როდესაც შეხვედრა, ან მისი ნაწილი, ტარდება ჩეთემ ჰაუსის წესით, მონაწილეებს თავისუფლად შეუძლია მიღებული ინფორმაციის გამოყენება, მაგრამ არც სპიკერის (სპიკერების) იდენტობა და არც მათი აფილაცია, ისევე, როგორც სხვა მონაწილეებისა, შეიძლება იყოს გაჟღერებული. | “ |
ხშირად, წესზე საუბრისას, მცდარად გამოიყენება ფრაზა ჩეთემ ჰაუსის წესები,[2] თუმცა არსებობს მხოლოდ ერთი ჩეთემ ჰაუსის წესი.[3]