შემოდგომის წვია
From Wikipedia, the free encyclopedia
შემოდგომის წვია (ლათ. Stomoxys calcitrans) — ორფრთიანი მწერი ნამდვილი ბუზების ოჯახისა. ფართოდაა გავრცელებული. განსაკუთრებით ბევრია შინაურ ცხოველებთან ახლოს. ვითარდება ნაკელში (განსაკუთრებით ცხენის). ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე თაობას იძლევა. მასობრივი თავდასხმისას ძროხების მერძეულობა და რძის ცხიმიანობა მცირდება. ჯილეხის, ტულარემიის, მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ანაპლაზმოზისა და სხვა დაავადების გამომწვევის გადამტანია.
სწრაფი ფაქტები შემოდგომის წვია, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
შემოდგომის წვია | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Stomoxys calcitrans | ||||||||||
|
დახურვა