შავარდენი
From Wikipedia, the free encyclopedia
შავარდენი (ლათ. Falco peregrinus) — მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა; გაწვრთნილს იყენებენ ნადირობაში. ზრდასრული შავარდენი ტანად არის საშუალო ზომის, აქვს მოლურჯო-მონაცრისფრო ზურგი, თეთრი გულმკერდი და შავი თავი. მდედრი შავარდენი ზომაში ოდნავ უფრო დიდია, ვიდრე მამრი.
„შევარდენი“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შევარდენი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები შავარდენი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
შავარდენი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Falco peregrinus (Tunstall, 1771) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 45354964 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
დახურვა
შავარდენი ცნობილია თავისი სისწრაფით, ავითარებს 322 კმ/სთ ნადირობის დროს, რაც საუკეთესო შედეგია სრულიად ცხოველთა სამყაროში.[1][2] National Geographic-ის სატელევიზიო პროგრამაზე დაყრდნობით, პიკირებისას მისი მაქსიმალური სისწრაფეა 389 კმ/სთ.[3][4]