ქურთისტანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქურთისტანი (ქურთ. Kurdistan, თარგმანში: ქურთების მიწა[5]) — ეთნოგეოგრაფიული რეგიონი ევრაზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომლის ფარგლებში ქურთები მოსახლეობის აბსოლუტურ ან შედარებით უმრავლესობას წარმოადგენენ. ისტორიულად მდებარეობს ყოფილი ჰურიტების სამეფოების ტერიტორიაზე (ქურთები წარმოშობით ჰურიტებისგან არიან), თუმცა ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ქურთები გორდიენის მოსახლეობის პირდაპირი შთამომავლები არიან[6][7]. ტერმინი პირველად აღნიშნულია XII საუკუნეში ამჟამინდელი ირანის ქურთისტანის ნაწილში (არდალანი[8][9][10][11][12][13][14]). მისი საერთო ფართობი დაახლოებით შეადგენს 450 ათას კვ. კმ-ს. და ტერიტორიულად დაყოფილია თურქეთს, ირანს, ერაყსა და სირიას შორის.[15]
სწრაფი ფაქტები ქურთისტანიKurdistanكوردستان, უდიდესი ქალაქი ...
ქურთისტანი Kurdistan كوردستان |
|||
---|---|---|---|
|
|||
დედაქალაქი | არ აქვს | ||
უდიდესი ქალაქი | ერბილი, სულეიმანია, ქირქუქი, მეჰაბადი, დიარბექირი, ვანი, სანანდაჯი, მარდინი, ელ-კამიშლი | ||
ოფიციალური ენა | ქურთული ენები | ||
ფართობი | |||
- | სულ | ერაყში — 78 736 კმ²[1] ირანში — 128 361 კმ²[2] |
|
მოსახლეობა | |||
- | 2014 შეფასებით | 28,000,000 | |
Internet TLD | .krd |
დახურვა