ქულუგ-ყაენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხაიშან ქულუგ-ყაენი იგივე იმპერატორი ვუჟონგი (დ. 4 აგვისტო, 1281 — გ. 27 იანვარი, 1311, ხანბალიქი) — იუანის დინასტიის მე-3 იმპერატორი 1307-1311 წლებში, მონღოლთა ნომინალური ყაენი, დარმაბალას ვაჟი, თემურ-ყაენის ძმისშვილი და ყუბილაის შვილთაშვილი. ბიძის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, ყურულთაიმ დიდ ყაენად და იმპერატორად სწორედ ის აირჩია.
ქულუგ-ყაენი | |
---|---|
Хөлөг хаан | |
მონღოლთა იმპერიის მე-7 დიდი ყაენი და იუანის დინასტიის მე-3 იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 21 ივნისი, 1307 |
მმართ. დასასრული: | 27 იანვარი, 1311 |
წინამორბედი: | თემურ-ყაენი |
მემკვიდრე: | ბუიანთუ-ყაენი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 4 აგვისტო, 1281 |
გარდ. თარიღი: | 27 იანვარი, 1311 |
გარდ. ადგილი: | ხანბალიქი, იუანის დინასტია |
მეუღლე: | ჟენგე ხათუნი |
შვილები: |
ჯაიათუ-ყაენი ხუთუღთუ-ყაენი |
სრული სახელი: | ხაიშან ქულუგ-ყაენი |
დინასტია: | იუანი |
მამა: | დარმაბალა |
დედა: | დაღი ხათუნი |
რელიგია: | ტიბეტური ბუდიზმი |
ქულუგის მმართველობის პერიოდში გრძელდებოდა კონფლიქტი კორეასთან. 1309 წელს აჯანყებულმა კორეელებმა მოახერხეს დამოუკიდებლობის მოპოვება, მაგრამ მონღოლებმა მაინც დაიმორჩილეს ისინი. ქულუგ-ყაენი მისი წინამორბედების მსგავსად დაინტერესებული იყო კულტურით, ლიტერატურითა და პოეზიით. მის დროს ჩინეთში დაიხვეწა ქაღალდის წარმოების პროცესი.
ქულუგ-ყაენმა ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა თავისი უმცროსი ძმა, აიურბარვადა, იმ პირობით, რომ მოგვიანებით მისი ვაჟები გახდებოდნენ ბუიანთუს მემკვიდრეები და შესაძლო ყაენები. თავად ქულუგ-ყაენი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, 1311 წლის 27 იანვარს. შესაბამისად ტახტიც აიურბარვადას ერგო, რომელიც ბუიანთუ-ყაენის სახელით გახდა მონღოლთა დიდი ყაენი და იუანის დინასტიის იმპერატორი.