ფრენკ ნორისი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბენჯამინ ფრანკლინ ნორისი (ინგლ. Benjamin Franklin Norris, Jr.; დ. 5 მარტი, 1870 — გ. 25 ოქტომბერი, 1902) — „პროგრესული ხანის“ ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი, ერთ-ერთი პირველი, ვინც ამერიკულ ლიტერატურაში ფრანგული ნატურალიზმი შეიტანა. მას ლიტერატურული წარმატება რომანებმა McTeague (1899), Octopus: A California Story (1901) და The Pitt (1903) მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ნორისი არ იყო სოციალიზმის, როგორც პოლიტიკური სისტემის მხარდამჭერი, მისი თხზულებებს სოციალისტური მიმართულება ახასიათებთ იყო და ისინი შთააგონებას იწვევდნენ ბევრ პროგრესულ მწერალში, მაგალითად, ეპტონ სინკლერში. დარვინისა და სპენსერის ევოლუციის თეორიებმა დიდი ზეგავლენა იქონიეს მწერლის შემოქმედებაზე. კერძოდ, დარვინის ფილოსოფიის ოპტიმისტურმა ხაზმა, რომელსაც ის ჯოზეფ ლეკონტესგან სწავლობდა ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში ყოფნის დროს. იგი გარდაიცვალა პერიტონიტით, 32 წლის ასაკში.
ბენჯამინ ფრანკლინ ნორისი | |
---|---|
ინგლ. Benjamin Franklin Norris | |
დაბადების თარიღი | 5 მარტი, 1870(1870-03-05)[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | ჩიკაგო[6] |
გარდაცვალების თარიღი | 25 ოქტომბერი, 1902(1902-10-25)[1] [2] [3] [4] [5] (32 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სან-ფრანცისკო[6] |
დასაფლავებულია | მაუნდ-ვიუს სასაფლაო |
ფსევდონიმი | Justin Sturgis |
საქმიანობა | მწერალი[7] , რომანისტი და ჟურნალისტი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | კალიფორნიის უნივერსიტეტი |
Magnum opus | McTeague და The Octopus: A Story of California |
მეუღლე | ჟანეტ ბლეკი |
ხელმოწერა | |