ფრედი ჰაიმორი
ინგლისელი მსახიობი / From Wikipedia, the free encyclopedia
ალფრედ ტომას ჰაიმორი[3] (ინგლ. Alfred Thomas Highmore; დ. 14 თებერვალი, 1992) — ინგლისელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. მსახიობობა ბავშვობაში დაიწყო და ცნობილი გახდა არაერთი მთავარი როლით შემდეგ ფილმებში: „ჯადოსნური ქვეყანა“ (ინგლ. Finding Neverland) (2004 წ.), „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ (ინგლ. Charlie and the Chocolate Factory) (2005 წ.), „არტური და უჩინმაჩინები“ (ინგლ. Arthur and the Invisibles) (2006 წ.), „ოგუსტ რაში“ (ინგლ. August Rush) (2007 წ.) და „სპაიდერვიკის ქრონიკები“ (ინგლ. The Spiderwick Chronicles) (2008 წ.). მან ზედიზედ მოიპოვა კრიტიკოსთა არჩევანის ორი ჯილდო, როგორც საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელმა.
ფრედი ჰაიმორი | |
---|---|
ჰაიმორი 2013 წელს | |
დაბადების სახელი | ალფრედ ტომას ჰაიმორი |
დაბადების თარიღი |
14 თებერვალი, 1992 (1992-02-14) (32 წლის) ლონდონი, ინგლისი |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
ალმა-მატერი | კემბრიჯის უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1999–დღემდე |
მეუღლე(ები) | კლარისა მანცი (იქ. 2021)[1][2] |
მშობლები | მამა: ედვარდ ჰაიმორი |
ხელმოწერა |
ჰაიმორმა შეასრულა ნორმან ბეიტსის როლი 2013-2017 წლის დრამა-თრილერის ჟანრის სერიალში — ბეიტსის მოტელი (ინგლ. Bates Motel), რისთვისაც კრიტიკოსთა არჩევანის სამ ნომინაციაზე წარდგა, როგორც დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი. 2017-2024 წლებში ჰაიმორმა შეასრულა ექიმი შონ მერფის როლი ABC-ის სამედიცინო დრამატულ ტელესერიალში „კარგი ექიმი“ (ინგლ. The Good Doctor). ამ როლისთვის მან 2018 წელს მოიპოვა ოქროს გლობუსის ნომინაცია, როგორც საუკეთესო მსახიობმა.[4]