ფლორენს ნაიტინგეილი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფლორენს ნაიტინგეილი (ინგლ. Florence Nightingale; დ. 12 მაისი, 1820 — გ. 13 აგვისტო, 1910) — ინგლისელი სოციალური რეფორმატორი და სტატისტიკოსი, საფუძველი ჩაუყარა ექთნის პროფესიას.
ფლორენს ნაიტინგეილი | |
---|---|
ინგლ. Florence Nightingale Smith | |
დაბ. თარიღი | 12 მაისი, 1820(1820-05-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბ. ადგილი | ფლორენცია, ტოსკანის დიდი საჰერცოგო[14] |
გარდ. თარიღი | 13 აგვისტო, 1910(1910-08-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [8] [10] [11] [12] [13] (90 წლის) |
გარდ. ადგილი | ლონდონი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[14] |
დასაფლავებულია | Wellow[15] |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | მედდა[16] [17] , სტატისტიკოსი[16] , მწერალი, პოლიტიკოსი, მასწავლებელი[16] და სოციოლოგი |
მეუღლე | |
მამა | უილიამ ნაიტინგეილი[16] [18] |
დედა | Frances Smith[5] [16] [18] |
ჯილდოები | ღირსების ორდენი[16] , Fellow of the Royal Statistical Society[16] და Decoration of the Royal Red Cross |
ხელმოწერა | |
ნაიტინგეილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ყირიმის ომის დროს, მედდებისათვის სათანადო განათლების და კვალიფიკაციის მიცემით. ფლორენსის წყალობით, ექთნის პროფესია სათანადოდ დაფასდა. იგი ვიქტორიანული ეპოქის სახე გახდა. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ქალი სანათით“, რადგან ღამ-ღამობით დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობას ამოწმებდა.[19][20]
თანამედროვე კომენტატორები ამტკიცებენ, რომ დღესდღეობით ყირიმის ომში ნაიტინგეილის საქმიანობა გაზვიადებულია მედიის მიერ. კრიტიკოსები კი თანხმდებიან, რომ მისი შემდგომი მოღვაწეობა, მეტად მნიშვნელოვანია საექთნო საქმიანობაში პროფესიონალიზმის დონის ზრდაში. 1860 წელს, ნაიტინგეილმა დააარსა მსოფლიოში პირველი პროფესიული საექთნო სკოლა ლონდონში, სენტ-ტომასის ჰოსპიტალში, რომელიც ახლა King's College London-ის შემადგენლობაშია. ნაიტინგეილის პიონერული ღვაწლი საექთნო სფეროში სათანადოდაა დაფასებული: დამწყები ექთნები „ნაიტინგეილის ფიცს“ დებენ; „ფლორენს ნაიტინგეილის მედალი“ საუკეთესო ჯილდოა, რისი მოპოვებაც ექთნებს შეუძლიათ; ფლორენსის პატივსაცემად ექთნების საერთაშირისო დღე მის დაბადების დღეზე აღინიშნება. ნაიტინგეილის სოციალური რეფორმები მოიცავს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას ბრიტანული საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლისთვის, ინდოეთში შიმშილთან ბრძოლის მხარდაჭერას, პროსტიტუციის კანონების (რომლებიც ქალებისთვის მეტად მკაცრი იყო) გაუქმების და ქალების სამუშაო ძალაში ჩრთულობის გაზრდის ხელშეწყობას.
ფლორენსი იყო ბრწყინვალე მწერალი. მისი ნაშრომების უმეტესობა, სამედიცინო ცოდნის გავრცელებას ემსახურებოდა. ზოგიერთი მათგანი იმდენად მარტივი ენით იყო დაწერილი, რომ მკითხველისგან არ მოითხოვდა განსაკუთრებულ ცოდნას. ნაიტინგეილი პირველი იყო, ვინც ეფექტურად იყენებდა ინფოგრაფიკებს, გრაფიკულ პრეზენტაციებს და სტატისტიკურ მონაცემებს.[21] ნაშრომების უმეტესობა მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.