ფლორენს ბალარდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფლორენს გლენდა ჩეპმენი (ინგლ. Florence Glenda Chapman; დ. 30 ივნისი, 1943, დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ — გ. 22 თებერვალი, 1976, დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და ჯგუფ The Supremes-ის დამფუძნებელი. მას ჯგუფთან ერთად გამოშვებული აქვს მრავალი სიმღერა, რომელთა ნაწილი ამერიკის ჩარტის სათავეში მოექცა. 1967 წელს, ჯგუფის დატოვების შემდეგ, მუსიკოსმა დაიწყო სოლო კარიერა.
სწრაფი ფაქტები ფლორენს ბალარდი, ბიოგრაფია ...
ფლორენს ბალარდი | |
---|---|
ინგლ. Florence Ballard | |
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ფლორენს გლენდა ჩეპმენი |
დაბ. თარიღი | 30 ივნისი, 1943 |
დაბ. ადგილი | დეტროიტი |
წარმოშობა | დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ |
გარდ. თარიღი | 22 თებერვალი, 1976 (32 წლის) |
გარდ. ადგილი | დეტროიტი |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, სოული |
აქტიური | 1959–1970, 1975–1976 |
ფლორენს ბალარდი ვიკისაწყობში |
დახურვა
ბალარდი სამი წლის განმავლობაში ებრძოდა ალკოჰოლიზმს, დეპრესიასა და სიღარიბეს. ის გარდაიცვალა გულის შეტევით 1976 წელს, 32 წლის ასაკში.[1] ბალარდის გარდაცვალებას ერთ-ერთმა კრიტიკოსმა „როკის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია“ უწოდა.[2] მუსიკოსი სიკვდილის შემდეგ შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.