ფილიპა ლანკასტერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფილიპა ლანკასტერი (ინგლ. Philippa of Lancaster, პორტ. Filipa de Lencastre; დ. 31 მარტი, 1360, ლესტერი, ინგლისი — გ. 19 ივლისი, 1415, საკავენი, პორტუგალია) — ლანკასტერთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ედუარდ III-ის ვაჟის, აკვიტანიის ჰერცოგ ჯონ ლანკასტერისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია ბლანკა ლანკასტერის უფროსი ქალიშვილი. პორტუგალიის დედოფალი 1387-1415 წლებში როგორც ჟუან I-ის მეუღლე. პორტუგალიის მეფე დუარტე I-ის დედა.
სწრაფი ფაქტები ფილიპა ლანკასტერი, პორტუგალიის დედოფალი ...
ფილიპა ლანკასტერი | |
---|---|
პორტუგალიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 11 თებერვალი, 1387 |
მმართ. დასასრული: | 19 ივლისი, 1415 |
წინამორბედი: | ლეონორ ტელესი |
მემკვიდრე: | ელეანორ არაგონელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 31 მარტი, 1360 |
დაბ. ადგილი: | ლესტერი, ინგლისი |
გარდ. თარიღი: | 19 ივლისი, 1415, (55 წლის) |
გარდ. ადგილი: | საკავენი, პორტუგალია |
დაკრძ. ადგილი: | ბატალიის მონასტერი, პორტუგალია |
მეუღლე: | ჟუან I, პორტუგალიის მეფე |
შვილები: |
დუარტე I, პორტუგალიის მეფე პედრუ, კოიმბრას ჰერცოგი ენრიკე, ვიზეუს ჰერცოგი ისაბელი, ბურგუნდიის ჰერცოგინია ჟუანი, პორტუგალიის კონშტაბლი |
დინასტია: | ლანკასტერები |
მამა: | ჯონი, აკვიტანიის ჰერცოგი |
დედა: | ბლანკა ლანკასტერელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
დახურვა